lawtime

  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური 23 დეკემბეს გაიმართება-ამის შესახებ განცხადება, ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე დღეს გავრცელდა. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას დავით ასათიანი (1129 ხმა) და ლევან ჯანაშია (635 ხმა) მიიღებენ. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ამის მიზეზად წესდებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, „კანდიდატს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საერთო ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება“. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ადევოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თუმცა, ამჯერად კომისიამ მიიჩნია, რომ კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს კრებაზე რეგისტრაციაგავლილ ადვოკატთა რაოდენობიდან. ამ შემთხვევაში, კრებაზე სულ რეგისტრირებული იყო 2324 წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალო უმრავლესობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა და საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა - ნათქვამია არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების გამოსავლენად არჩევნები ჩატარდა. არჩევნების პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა და თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.





საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის #24

ტელეფონი: +995 599-91-46-91
tel: +995 592 52 52 61

მაილი: info@lawtime.ge

შემოგვიერთდით facebook _ზე

LowTime.ge

© copy 2017 LawTime.ge all right reserved. developed by bws.ge